გაკვეთილის გეგმა

                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

 სამოდელო გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ჩატარების თარიღი:  29.05.2019წ
ასწავლებლის სახელი, გვარი: მარიკა თორია
საგანი:   ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი, IV კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 14   მოსწავლე.   სსმ მოსწავლე-2.
გაკვეთილის თემა: ამინდი
გაკვეთილის აქტუალობა: გაკვეთილის თემა შეესაბამება სტანდარტის თემატურ ჩარჩოს. თემა აქტუალურია მოსწავლეთა ინტერესიდან გამომდინარე.
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული გაკვეთილი,ინგლისური ენა დაკავშირებული ბუნებასთან
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები
Ø  გაეცნობიან ამინდის ცვალებადობას და მის ტიპებს

Ø  შეძლებენ აღწერონ ამინდი  და გამოხატონ  საკუთარ განწყობა სხვადასხვა  ამინდის მიმართ

Ø  მოსწავლეებს განუვითარდებათ უცხოურ ენაზე კითხვის, მსჯელობის და სააზროვნო  უნარები.



შეფასება: განმავითარებელი - მასწავლებლის კომენტარი, დაკვირვება.
                   ურთიერთშეფასების რუბრიკა

წინარე ცოდნა:ნგლისური ენა: მოსწავლეებს გააჩნიათ საკმარისი რაოდენობის ლექსიკური მარაგი. ერკვევიან გრამატიკულ დროებში(ახლანდელი დრო,წარსული დრო,მომავალი დრო) იმდენად, რომ შეძლონ წინადადებების  სწორად წარმოება. აქვთ ლექსიკურ სავარჯიშოებზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
ბუნება: გააჩნიათ თემასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია ბუნებრივი მოვლენების შესახებ.

სტანდარტთან შესაბამისობა:  უცხ.დ.IV.5. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                  ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი ტექსტის შინაარსს;
                  ტექსტში პოულობს ილუსტრაციის შესაბამის მონაკვეთს;
                  ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (მაგ. ავსებს ცხრილს/სქემას, ასრულებს ნახატს, პოულობს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა).
                  ტექსტში მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას

უცხ.დ.IV.6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                  თავისუფლად კითხულობს მცირე ზომის ნაცნობ ტექსტს;
                  ცდილობს, დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;

კითხვის სტრატეგიები
უცხ.დ.IV.7. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                  დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაცია);
                  ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ

უცხ.დ.IV.12. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრაციების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                  აღწერს მათ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (მაგ.,ზომა, რაოდენობა, ფერი, ადგილმდებარეობა და სხვა);
                  ასახელებს მოქმედებებს.



ბუნ.III.8.
III კლასი
მოსწავლეს შეუძლია  ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება
ინდიკატორები
·         ახასიათებს  მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი, ცისარტყელა) და აღწერს მათ;

ბუნ. II.6.
II კლასი
მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება
ინდიკატორები
  • აკვირდება ამინდის ცვალებადობას და ჩამოთვლის  ამინდის განმსაზღვრელ კომპონენტებს (მაგ., ნალექები, ქარი, სითბო, სიცივე);
  • მსჯელობს თითოეული სეზონისათვის დამახასიათებელი ამინდის შესახებ;
  • გამოხატავს საკუთარ განწყობას სხვადასხვა  ამინდის მიმართ;სარეკომენდაციო აქტივობები
  • მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.





N
აქტივობის აღწერა
გამოყენებუ-
ლი მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი























 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება:
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს,  შეფასების რუბრიკას,   რა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოს; 



აქტივობა 1. 1. მოსწავლეები ასახელებენ ამინდის სახეობებს.
მიზანი:წინარე ცოდნის გააქტიურება და მოტივაციის შექმნა.

მოხალისე მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით დაფაზე წერენ ამინდთან დაკავშირებულ სიტყვებს და ადგენენ  მარტივ წინადადებებს ამ სიტყვების გამოყენებით.

მასწავლებელი სვამს შეკითხვებს:
1.       როგორი ამინდია დღეს?
2.       როგორი ამინდი იყო გუშინ?
3.       თქვენი აზრით, როგორი ამინდი იქნება ხვალ?
(გაიხსენებენ ბუნებაში ნასწავლ ბუნებრივი მოვლენების ტიპებს და ამინდზე დაკვირვებით ივარაუდებენ როგორი ამინდი შეიძლება იყოს)
სსსმ მოსწავლეები რვეულში იწერენ დაფაზე დაწერილ სიტყვებს.















ვერბალური ახსნა























თელი კლასი














დაფა, ცარცი












2წთ















3 წთ


მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზანს და განეწყობიან ახალი ცოდნის მისაღებად.
მოახდენენ ყურადღების კონცენტრირებას.







აქტივობა 1.2. : მასწავლებელი დაფაზე აკრავს 10 ამინდის სურათს,თუმცა ეს სურათები ამოტრიალებულია და არ ჩანს სურათი,მხოლოდ რიცხვები აწერია ზედ. მოსწავლეები ასახელებენ მათთვის სასურველ რიცხვს.რის შემდეგაც ისინი აღწერენ სურათს.ყველა სურათზე სხვადასხვა ამინდია გამოსახული.


სსსმ მოსწავლეები ქართულ ენაზე აღწერენ ერთ ფოტოს
ვერბალური ახსნა




წყვილებში









სურათები

5 წთ


მოსწავლეები წარმოაჩენენ ამინდთან დაკავშირე-ბულ წინარე ცოდნ










აქტივობა 2: დანაწევრებული ტექსტის დაკავშირება სურათებთან
მიზანი: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს დანაწევრებულ ტექსტს, რომელიც შეესაბამება რომელიმე სურათს. მოსწავლეები წყვილებში გამოდიან დაფასთან კითხულობენ წინადადებებს თარგმნიან და მხოლოდ ამის შემდეგ აკრავენ ტექსტს შესაფერის სურათს.
აკავშირებენ ტექსტის შინაარს ბუნებაში ნასწავლ მასალასთან

სსსმ მოსწავლეები ხატავენ დღევანდელ ამინდს






ტექსტზე მუშაობა















წყვილებში მუშაობა













ტექსტები,სურათები,წებო




15წთ.


გაეცნობიან დეტალურად ტექსტს და  თარგმნიან უცხო              





აქტივობა 3: ტრანსფერი

მიზანი: ნასწავლი სიტყვებით საკუთარი აზრის გადმოცემა ამინდის შესახებ.
მოსწავლეები წყვილებში (ერთმანეთთან შეთანხმებით) აღწერენ მათთვის საყვარელ ამინდს, ხაზგასმით აღნიშნავენ რატომ მოსწონთ მათ ასეთი ამინდი, უკავშირებენ ფაქტებს და თავიანთ მოსაზრებას ამყარებენ არგუმენტებით.




წყვილებში მუშაობა

სურათები



12წთ

მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი შეხედულებების,აზრების დალაგებას,დახარისხებას და იდეების წამოჩენას კლასის წინაშე

გაკვეთილის შეჯამება
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ახდენს მიღებული ცოდნის შეჯამებას და სვამს შეკითხვებს:
1.რა სახის ამინდებს გავეცანით?
2.რა პრობლემებს ვაწყდებით ამინდებთან  დაკავშირებით?
3.რა ნივთები მოვიმარაგოთ ცუდი ამინდისთვის, რომ არ მოგვიწიოს სკოლის გაცდენა?
4. რა გავლენას ახდენს ამინდი ჩვენს განწყობაზე ?
5. საქართველოში როგორი ამინდი ჭარბობს?
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი კომენტარით და აძლევს საშუალებას წყვილებში მოსწავლეებმა შეაფასონ ერთმანეთი ობიექტურად ურთიერთშეფასების რუბრიკის საშუალებით.


საშინაო დავალება:
თქვენი აზრით ყველაზე მეტად როგორი ამინდი უყვართ მოსწავლეებს?






გონებრივი იერიში



















მთელი კლასი









მთელი კლასი


ინდივიდუალური











5წთ.











2წთ.







1წთ




მოსწავლეები შეაჯამებენ სკოლის ფორმის დადებით და უარყოფით მხარეებს



მოსწავლეები ჩაინიშნავენ საშინაო დავალებას
       






სახელი:
გვარი:

მეწყვილე იზიარებს ჩემს მოსაზრებას
კი
არა
ვთანამშრობლობთ ერთმანეთთან
კი
არა
კმაყოფილი ვარ მეწყვილესთნ მუშაობით
კი
არა
თანაბრად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას
კი
არა
ვიცავთ დროის ლიმიტს
კი
არა


No comments:

Post a Comment